პროექტის სახელწოდება: ცნობები ჯაზის შესახებ
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებისათვის
უძველესი ცნობების, საკრავთა აღმნიშვნელი ტერმინების გაცნობა-მოძიება.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიპოვებენ
და გაეცნობიან ინფორმაციას იმ ქალაქებზე, სადაც ჯაზი ძალიან მითხოვნადი და პოპულარული
იყო.
პროექტის მიზანი: ცნობილი ჯაზმენების
და ინსტრუმენტების ფოტო-სურათების მოძიება. მსჯელობა. მოსწავლეთა ჩაბმა შემოქმედებით
საქმიანობაში. პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლება, რომელიც ხელს შეუწყობს ინტერესის
გაღვიძებას და მის უკეთ აღქმას. მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება.
მოსწავლეთა ასაკი: 13-14 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფურ
მუშაობას. მოიპოვებენ ინფორმაციას მსოფლიო ჯაზის შესახებ. შეისწავლიან ჯაზურ კომპოზიციებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლის
სახელმძღვანელო, კალამი, რვეული, აუდიო დისკი, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1 - თემის გაცნობა, კლასის დაყოფა ორ ჯგუფად.
აქტივობა 2 - ჯგუფებისთვის დავალების განაწილება.
I ჯგუფი
- - მოიპოვებს ინფორმაციას ჯაზის შესახებ, ჯაზის ინსტრუმენტებზე.
II ჯგუფი
-- მოიპოვებს ფოტო და აუდიო მასალას.
აქტივობა 3 - მოპოვებული მასალის შესწავლა და სინთეზირება.
საგნებთან , საგნობრივ ჯგუფებთან , სასწავლო გეგმებთან
კავშირი:
·
მონაწილეობს პროექტის წარდგენაში, განსაზღვრავს პროექტის
მიზანს.
·
მოიძიებს თეორიულ მასალას და ქმნის რესურსს.
·
აცნობს თანაკლასელებს მოძიებულ ინფორმაციას, საკუთარ
შთაბეჭდილებებს.
·
საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ
შთაბეჭდილებებზე.
·
მსჯელობს მუსიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში.
·
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.
·
მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის , ხელოვნების
ნიმუშები.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ინგა ფრანგულაშვილი.
No comments:
Post a Comment