Wednesday, May 14, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ცნობები ჯაზის შესახებ

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებისათვის უძველესი ცნობების, საკრავთა აღმნიშვნელი ტერმინების გაცნობა-მოძიება.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიპოვებენ და გაეცნობიან ინფორმაციას იმ ქალაქებზე, სადაც ჯაზი ძალიან მითხოვნადი და პოპულარული იყო.

პროექტის მიზანი: ცნობილი ჯაზმენების და ინსტრუმენტების ფოტო-სურათების მოძიება. მსჯელობა. მოსწავლეთა ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში. პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლება, რომელიც ხელს შეუწყობს ინტერესის გაღვიძებას და მის უკეთ აღქმას. მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება.

მოსწავლეთა ასაკი: 13-14 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას. მოიპოვებენ ინფორმაციას მსოფლიო ჯაზის შესახებ. შეისწავლიან ჯაზურ კომპოზიციებს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლის სახელმძღვანელო, კალამი, რვეული, აუდიო დისკი, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1 - თემის გაცნობა, კლასის დაყოფა ორ ჯგუფად.

აქტივობა 2 - ჯგუფებისთვის დავალების განაწილება.

I ჯგუფი - - მოიპოვებს ინფორმაციას ჯაზის შესახებ, ჯაზის ინსტრუმენტებზე.

II ჯგუფი -- მოიპოვებს ფოტო და აუდიო მასალას.

აქტივობა 3 - მოპოვებული მასალის შესწავლა და სინთეზირება.

საგნებთან , საგნობრივ ჯგუფებთან , სასწავლო გეგმებთან კავშირი:

·         მონაწილეობს პროექტის წარდგენაში, განსაზღვრავს პროექტის მიზანს.
·         მოიძიებს თეორიულ მასალას და ქმნის რესურსს.
·         აცნობს თანაკლასელებს მოძიებულ ინფორმაციას, საკუთარ შთაბეჭდილებებს.
·         საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე.
·         მსჯელობს მუსიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში.
·         მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.
·         მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს  ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის , ხელოვნების ნიმუშები.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ინგა ფრანგულაშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა ingaprangulashvili@gmail.com